- Details
- Written by: irakli
- Category: ახალი ამბები
- Hits: 20
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლაა.
რეგისტრაციისას სტუდენტმა დეკანატში უნდა წარადგინოს:
· განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ(ივსება ადგილზე)
· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი ასლთან ერთად ან ნოტარიულად დამოწმებული დედანი);
· პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
· ორი ფერადი ფოტო (3×4 სმ) და მისი ელექტრონული ვერსია;
· ვაჟების შემთხვევაში, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს ან წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით.
რეგისტრაციის ვადებში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სწავლების საფასურის 50% ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 14სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით,
ყოველდღე, შაბათ კვირის გარდა 10.00დან 17.00მდე.
მისამართი თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.68 მესამე სართული
ტელ: 593115257 . 599797978
- Details
- Written by: irakli
- Category: ახალი ამბები
- Hits: 26
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026–2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. თურქეთისმცოდნეობა – სწავლის ღირებულება 3000 ლარი, 3 ადგილი
2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა – სწავლის ღირებულება 3000 ლარი, 3 ადგილი
3. ბიოფარმაცია – სწავლის ღირებულება 3000 ლარი. 3 ადგილი
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ვადაა: 01.09.2026წ - 11.09.2026 წ.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ: 599 757046 გია სულაბერიძე
- Details
- Written by: irakli
- Category: ახალი ამბები
- Hits: 52
მობილობით გადმომსვლელი სტუდენტების საყურადღებოდ!
მობილობისთვის რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ვებ გვერდზე:
students.emis.ge
თამარიუნში მობილობით გადმოსვლის ნებადართული სტუდენტებისთვის
11სექტემბრიდან 15სექტემბრის ჩათვლით
წარმოსადგენი დოკუმენტებია საბაკალავრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
მისამართი: თბილისი, დ.უზნაძის ქ.68
საკონტაქტო პირი: გია სულაბერიძე 599757046