- Details
- Written by: irakli
- Category: ახალი ამბები
- Hits: 411
დღეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს წარმატებული პრეზენტაცია ჰქონდათ „ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში“ (პედაგოგი თეა ჯაღიაშვილი).
წარმოდგენლი იყო თემები: „ლენდისის ექსპერიმენტი“, „ელიზაბეტ ლოპტუსის მეხსიერების რეკონსტრუქციული ბუნება“, „პავლოვის ექსპერიმენტი“ და „ებინგჰაუსის დავიწყების მრუდე“.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა სწორად წარმოაჩინეს ექსპერიმენტის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მეთოდის მნიშვნელობა; შეძლეს წარმოედგინათ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები.
პრეზენტაციაზე სტუდენტებმა გამოავლინეს ინფორმაციის მოსმენის, გაცვლისა და შეკითხვების ფორმულირების უნარები.
განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდება იმას, რომ სტუდენტები აცნობიერებენ კვლევის წარმოებისას ინდივიდუალური თუ ჯგუფური საქმიანობის მნიშვნელობას.
აქტიურ სუდენტურ ცხოვრებას ვუსურვებთ ყველა თამარიუნელს!