საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026–2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. თურქეთისმცოდნეობა – სწავლის ღირებულება 3000 ლარი, 3 ადგილი
2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა – სწავლის ღირებულება 3000 ლარი, 3 ადგილი
3. ბიოფარმაცია – სწავლის ღირებულება 3000 ლარი. 3 ადგილი
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ვადაა: 01.09.2026წ - 11.09.2026 წ.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ: 599 757046 გია სულაბერიძე