აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

23 აპრილს საქართველოს  საპატრიარქოს წმინდა  თამარ  მეფის უნივერსიტეტში  სახელმწიფო  ენის  დღისადმი  მიძღვნილი ფორუმის  ფარგლებში ჩატარდა  რიგით მეოთხე  ღონისძიება - IV საერთაშორისო კონფერენცია .

კონფერენციის ორგანიზებაში  აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი პარტნიორები - დუზჯეს უნივერსიტეტი (თურქეთი) და  პირველი  ქართული  საერთაშო  დიასპორული საგანმანათლებ;ლო აკადემია- „საზღვრებს მიღმა“.

კონფერენცია  გახსნა  უნივერსიტეტის  რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა,  მისასალმებელი სიტყვით დარბაზს  მიმართეს პარტნიორი ორგანიზაციების  ხელმძღვანელებმა: საგანმანათლებ;ლო აკადემიის - „საზღვრებს მიღმა“ დამფუძნებელმა თინა სვანიძე-ვენკომ და დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელმა  ასოცირებულმა  პროფესორმა მაკა სალიამ.

 

2025.04.23 1

 

საკონფერენციო თემატიკა  ეძღვნებოდა სახელმწიფო  ენის ისტორიის კვლევის, ფუნქციონირებისა და სწავლების ინოვაციურ  მეთოდებს.

უნივერსიტეტების  მეცნიერ-თანამშრომლებმა, პროფესორებმა,  ბაკალავრიატისა და მაგიტრატურის სტუდენტებმა თბილისის, ბათუმისა  და დუზჯეს უნივერსიტეტებიდან    და  თბილისის  საჯარო  სკოლების მოსწავლეემა წარმოადგინეს აქტუალური  თემები, რომლებიც   კვლევების საგულისხმო შედეგებით   გამოირჩევა. 

კონფერენცია საქმიან, კოლეგიალურ  ვითარებაში  წარიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ  სერტიფიკატები.  დაიგეგმა კონფერენციის  მასალების    ელექტრონული  გამოცემის  მომზადება. 

2025.04.23 2

Created by Joomla.ge