აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

24  აპრილს საპატრიარქოს წმინდა  თამარ  მეფის უნივერსიტეტში  სახელმწიფო  ენის  დღისადმი  მიძღვნილი ფორუმის  ფარგლებში ჩატარდა  რიგით მეხუთე  ღონისძიება კალიგრაფიის  მასტერკლასი.

მასტერკლასს უძღვებოდა  ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის  ვიცეპრეზიდენტი, კალიგრაფი, მხატვარი  და ხატმწერი   დავით მოისწრაფიშვილი.

მასტერკლასს ესწრებოდნენ ჩვენი უნივერსიტეტისა  და  ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის  საჯარო  სკოლების  მოსწავლეები  და  მშობლიური ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები.

დავით მოისწრაფიშვილმა  წაიკითხა მცირე  ლექცია  ქართული კალიგრაფიის ისტორიის  შესახებ.  შემდეგ კი გააცნო  ქართული კალიგრაფიული წერის  თავისებურებები, მონაწილეებს შეთავაზა კალიგრაფიული სავარჯიშოების  შესრულება და  სამახსოვრო  პოსტერების  დამზადება.  დღის  ბოლოს  მონაწილეებმა მოაწყვეს  საკუთარი  ნამუშევრების  გამოფენა.

შეხვედრას  განსაკუთრებული ელფერი  შემატა  ცნობილი   ქართველი  მეცენატის, ბიზნესმენისა და კულტურის  სფეროს  მოღვანის,ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის  დამფუძნებკისა და პრეზიდენტის  თიკა  სვანიძე-ვენკოსა  და უნივერსიტეტის  ვიცერექტორის , პროფესორ  ბელა  სარიას  მიმართვამ.

დამსწრეთა  შორის  სუფევდა  საოცრად ამაღლებული, საქმიანი და  შემოქმედებითი განწყობა.  დღის დასასრულს  სტუმრებისთვის გაიმართა დახვეწილი ფურშეტი.

2025.04.24 1

Created by Joomla.ge