Contact

Telephone

E-Mail

Bank account details

Name of recipient: University of the Patriarchate of Georgia named after St. King Tamar

Receiver identification code: 204 577 582

Recipient's bank: JSC Bank of Georgia Bank code: BAGAGE22 Recipient's account number: GE37BG0000000776531801

წიგნის საჯაროდ კითხვის   საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 6-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის. გაიმართა გრანდიოზული მარათონი. ღონისძიების  ორგანიზებასა და  წარმართვაში   საქართველოს  გამომცემელთა  ასოციაციასთან  ერთად   მონაწილეობას  ღებულობდა   თამარიუნის  ვიცე-რექტორი  პროფესორი  ბელა  სარია,  უნივერსიტეტის  მაგისტრი, „დიასპორების  ალიანსი  საქართველოსათვის“  დამფუძნებელი ქალბატონი  თინათინ  სვანიძე-ვენკო და უნივერსიტეტის  მეგობართა  დარბაზის  წევრი,  გამომცემლობა  „შემეცნების" დამფუძნებელი  პროფესორი ლია  შალვაშვილი.

კითხვის  მარათონში  ჩაერთვნენ  ცხინვალის ბუფერული ზონისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების სკოლები  და  საბავშვო  ბაღები,  ასევე ჩვენი  ისტორიული  ჰერეთისა და უცხოეთის ქვეყნებში ქართველთა დიასპორების საკვირაო სკოლების  აქტიური  წევრები. ქალბატონმა ბელამ პატარებს  წაუკითხა ჭაბუა ამირეჯიბის ზღაპარი „თაფლის  წვეთი",  ქალბატონმა  ლიამ კი  თავისი  საავტორო  მოთხრობა  გააცნო  მსმენელებს. პატარების  გვერდით  იმყოფებოდნენ  ამ დღის ორგანიზებაში აქტიურად ჩართული მათი  მასწავლებლები:  ჰერეთიდან  ბატონი  კოტე  ბარიხშნილი, აფხაზეთიდან  ქალბატონოი ნონა შონია, ტანძიიდან  ნანა  გუჟეჯიანი, წნორიდან თამთა  კუსრასვილი,   ტირძნისიდან  მანანა  ხმიადაშვილი, ერგნეთიდან ერგნეთის  საჯარო  სკოლის  დირექტორი ემზარ მამისაშვილი.  სამაჩაბლოს  რეგიონის  წარმომადგენელი  ქალბატონი მაკა მიდოდაშვილი.

უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ესოდენ დიდი შრომა გასწიეს და ასე ერთგულად,ასეთი პასუხისმგებლობით შეასრულეს დაკისრებული საქმე.  

2025.02.052

Created by Joomla.ge